მთავარი » 2012 ოქტომბერი 26 » ქეით მოსი / Kate Moss
3:02 PM ქეით მოსი / Kate Mossბიოგრაფია - ქეით მოსი 1974 წლის 16 იანვარს, კროიდონში (ინგლისი) დაიბადა ლინდა როსინასა და პიტერ ედვარდ მოსის ოჯახში. მას ჰყავს ძმა - სახელად ნიკი, ნახევარდა - შარლოტა და ნახევარძმა. როცა ქეითის მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ გოგონა 13 წლის იყო და სწავლობდა Ridgeway-ს სკოლაში.. იგი არასდროს გამოირჩეოდა სწავლით, თუმცა არაჩვეულებრივად ითვისებდა სპორტის თითქმის ყველა სახეობას .. სკოლის დამთავრების შემდეგ ქეითი ჩაირიცხა Riddlesdown-ის კოლეჯში საიდანაც დაიწყო მისი მოღვაწეობა სამოდელო ბიზნესში. კარიერა - ქეითის კარიერა დაიწყო 16 წლის ასაკში , როცა მისი შავთეთრი ფოტო გამოცნდა ჟურნალში The Face. ამის შემდეგ ახალბედა მოდელს უწევს ისეთ ცნობილ და გამოცდილ მოდელებთან თანამშრომლობა, როგორებიც არიან: Cindy Crawford, Elle Macpherson, Claudia Schiffer , Naomi Campbell, რითაც იქცევს მოდის წარმომადგენლების ყურადღებას. მოსი მალევე ხვდება მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალბატონთა სიაში, 1999 წელს იგი პირვეკად ამშვენებს ჟურნალ Vogue-ს და ემადება ახალი ფოტოესესიისთვის ჟურნალ Maxim-სთვის. ამ დროისთვის ქეითის ანგარიშზე უკვე მილიონებია დაგროვებული და სწორედ ამიტომ იგი ხვდება ყველაზე მდიდარი მოდელების ათეულში. კეითი თავისი კარიერის განმავლობაში მუშაობდა ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა : Gucci, Dolce & Gabbana, Calvin Klein, Chanel, Rimmel და Bulgari. დამშვენებული აქვს Vogue-ს, Another Man-ის , Vanity Fair-ის, the Face-სა და W-ს გარეკნები, ხოლო ბრიტანული ვოგის გარეკანზე 30-ჯერაა გამოჩენილი. 2006 წელი მისთვის განსაკუთრებით მომგებიანი აღმოჩნდა , რადგან იგი გახდა Agent Provocateur-ის სახე, კონტრაქტები გააფორმა Virgin Mobile-სთან, Calvin Klein Jeans-ს რეკლამირება გაუწია და გახდა Burberry-ს სახე. ჟურნალი ფორბსის მიხედვით 2004-2005 წლებში ქეითმა გამოიმუშავა 5 მილიონი ამერიკული დოლარი, ხოლო 2005-2006 წლებში მისმა გამომუშავებულმა თანხამ 8 მილიონამდე მიაღწია. 2007 წელს მოდელის პირადმა ქონებამ 9 მილიონი დოლარი შეადგინა და გახდა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენის შემდეგ. პირადი ცხოვრება და სკანდალები - ქეითის კარიერული წინსვლის მიუხედავად მისი პირადი ცხოვრება სავსეა სკანდალებითა და გახმაურებული რომანებით. 2002 წელსმას ჰქონდა რომანი ჟურნალ Dazed & Confused-ის გამომცემელთან ჯეფერსონ ჰენკსთან, რომელთანაც მოდელს შეეძინა ქალიშვილი ლილა გრეისი, თუმცა გაცილებით უფრო სკანდალური აღმოჩნდა მისი რომანი ჯონი დეპთან, რომელსაც მანამდე 1994 დან 1998 წლამდე ხვდებოდა. 2005 წლის სექტემბერში ჟურნალმა Daily Mirror-მა გარეკანზე გამოაქვეყნა მოდელის ფოტო, რომელზეც გარკვევით ჩანდა , თუ როგორ ყნოსავდა ქეითი ჰეროინს.. სკანდალურმა ფოტომ მას დიდი დანაკარგი მოუტანა.. მოდელთან კონტრაქტი გააუქმეს Chanel-ისა და Burberry-ს წარმომადგენლებმა, ხოლო შვედურმა ბრენდმა H&M-მა უარი თქვა მოსთან თანამშრომლობაზე. ქეითს ამ ფაქტის შემდეგ საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუხდა და რამდენიმე თვით სამოდელო ბიზნესსაც ჩამოშორდა თუმცა მალევე მიიღო სარფიანი შეთავაზება Dior-ის მოდის სახლისგან და ქეითი მთელი თავისი ბრწყინვალებით კვლავ დაუბრუნდა პოდიუმს. მან ამავე წელს დაამშვენა ჟურნალ W-ს ნოემბრის ნომერი და მონაილეობა მიიღო Alexander McQueen-ის ჩვენებაში.. |
სულ კომენტარები: 0 | |