wedding / საქორწინო ყველაზე მოდური კაბების ტოპ 8. - 25 ოქტომბერში 2012 - მოდის სამყარო - Fashion
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 25 » wedding / საქორწინო ყველაზე მოდური კაბების ტოპ 8.




3:31 PM

wedding / საქორწინო ყველაზე მოდური კაბების ტოპ 8.






ქორწილი ძალიან დიდ სამზადისს მოითხოვს. ყველა ღელავს , თუმცა განსაკუთრებული ნერვიულობა მაინც პატარძალს ახასიათებს. ის ხომ ამ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი და ლამაზი გმირია. სანერვიულო ორმაგდება , როცა საქმე კაბის, ფეხსაცმლის , სამკაულების არჩევას უკავშირდება. გადავწყვიტე შრომა შევუმსუბუქო მომავალ პატარძლებს და ავარჩევინო ყველაზე მოდური და ამავდროულად ულამაზესი ნივთები ქორწილისთვის.

ერთად შევარჩიოთ საქორწინო ტოპ 8 ყველაზე მოდური კაბა

ვერა ვონგი "ელენა"


ეს თვალწარმტაცი კაბა ვერა ვონგს ეკუთვნის. ამ გასაოცარ და დახვეწილ კაბას უფრო ალამაზებს ექსტავაგანტული მაქმანები. კაბის ბოლოები კი ხელით ნაქარგი ყვავილებითაა მოქარგული.

ვერა ვონგი "წმინდა"


კაბა არაჩვეულებრივად გამოკვეთს ქალურ ფორმებს. ის ვარდისფერშია გადაწყვეტილი და არაჩვეულებრივი არჩევანი იქნება ლამაზი ტანის ქალბატონებისათვის.

ვერა ვონგი "დამოკიდებულება"


კიდევ ერთი უმშვენიერესი კაბა ვონგისგან. ის ბევრად დახვეწილი და ნაზია.
სპილოსძვლისფერი კაბა იდეალური ნაზავია გემოვნებისა და სინაზის.

ელი სააბი "ბელისიმა"


ულამაზესი, ელეგანტური, თეთრი სილუეტი სააბის საჩუქარია ქალბატონებისთვის. კაბა განსაკუთრებულად კვეთს წელს და ყვავილები უფრო მეტ ეფექტს სძენს მას. ეს კაბა ერთდოულად არის თანამედროვე, ახალგაზრდული და ელიტარულია.

ელი სააბი "ნეფტისი"


ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ნაწარმი. კაბას იდეალურს ნაქსოვი მაქმანები და ყვავილები ანიჭებს.

ინეს დი სანტოსი "ემი"


კაბა ძველი ჰოლივუდის სტილშია გადაწყვეტილი.
ჩახსნილი დეკოლტე და ვერცხლის ფერი მას ბევრად მიმზიდველ ეფექტს სძენს.

ინეს დი სანტოსი "კამეა"


სანტოსის "კამეა" ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ლამაზი მაგალითია იმისა, რომ მსგავსი ჩახსნილი კაბები ბევრად ეფექტურია სხვებთან შედარებით. კაბა აბრეშუმის ქსოვილისგანაა შექმნილი.

ინეს დი სანტოსი "ბედნიერი შემთხვევა"


კაბა პრინცესას ინსპირირებას ახდენს.
ნამდვილად არჩვეულებრივი ნაზავია რომანტიკულობასა და დრამატიზმის.






კატეგორია: სურათები | ნანახია: 2055 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მოდელები, მოდური, საქორწინო კაბა, საქორწილო, საქორწინო კაბები, მოდა, ქორწილი, საქორწინო, fashion, კაბები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]